05:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 20:05:28, 710 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - გამოძიებას წარვუდგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც დესტრუქციულ სცენარს ამზადებდნენ ქვეყანაში

„გამოძიებას წარვუდგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც დესტრუქციულ სცენარს ამზადებდნენ ქვეყანაში“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას ინფორმაციის წყაროებიც დაუსახელა.

“დამიკავშირდნენ სუს-იდან ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდება ე.წ რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაც-მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია.

დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე - ინფორმაციის შინაარსი. მათ შორის წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა უკავშირდებოდა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, სადაც კობახიძე დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ აცხადებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics