|
2020-11-04 02:30:14, 2899 ნახვა
თამარ ჟვანია -წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში
წინასწარი მონაცემებით, შესაძლებელია, მეორე ტური გაიმართოს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა. როგორც მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, ახლახანს დასრულდა მცხეთაში, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა და ქსნის ციხეში მაჟორიტარული ნაწილი შედეგების გაუქმდა. „სულ ახლახანს მცხეთაში დასრულდა საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საჩივრები, მაგრამ არასწორად შეტანილი და განუხილველად დარჩა, თავისი ინიციატივით, ამ შემთხვევაში ქსნის ციხის შედეგებს ეხება საკითხი, საოლქო საარჩევნო კომისიამ შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. დღეს ზუსტად რამდენიმე წუთის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში მაჟორიტარული ნაწილი შედეგების გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის, ამ შემთხვევაში იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება, რადგან მაჟორიტარული შედეგი ამ უბანში, რომელიც იყო დახლოებით 600-მდე ხმა, არასწორად იყო გაცემული ბიულეტენები, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთვნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს. საოლქო საარჩევნო კომისიამ გააბათილა ეს შედეგი, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. მივყვებით სამართლებრივად ყველა პროცესს“,- განაცხადა ჟვანიამ. მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის ოლქში პირველ ადგილზე გავიდა "ქართული ოცნების" კანდიდატი შალვა კერესელიძე, ხოლო მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)