05:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 14:00:35, 559 ნახვა

კომენტარი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი დაფიქსირდა, სიცრუეა

გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი დაფიქსირდა, სიცრუეა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ გიორგი ვაშაძის მიერ ნახსენები ორი მოქალაქე ცოცხლები არიან.

„დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა – მისი თქმით მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი – ზვიად და ნოდარ გელოვანები დაფიქსირდა, რომლებიც წინა საარჩევნო სიაში არ იყვნენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ გიორგი ვაშაძის მიერ ნახსენები ორი მოქალაქე – ზვიად გელოვანი (დაბადებული 1997 წელს) და ნოდარ გელოვანი (დაბადებული 2000 წელს) ნამდვილად ცოცხლები არიან, აქვთ პირადობის დამადასტურებელი აქტიური მონაცემები და სააგენტომ მათი მონაცემები ნამდვილად გადასცა ცესკოს.

თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ იგივე სახელით და გვარით სააგენტოს ბაზაში ასევე ფიქსირდებიან გარდაცვლილი ზვიად და ნოდარ გელოვანები, ისინი ვაშაძის მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული ახალგაზრდების წინაპრები იყვნენ და იგივე მისამართზე ცხოვრობდნენ. მათი გარდაცვალების ფაქტები მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, შესაბამისად სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მათ სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ირიცხება და ისინი არც ცესკოსთვის გადაცემულ სიაში ირიცხებიან. დაზუსტებისათვის, 1973 წელს დაბადებული ზვიად გელოვანი გარდაიცვალა – 1992 წელს, ხოლო 1935 დაბადებული ნოდარ გელოვანი გარდაიცვალა – 2004 წელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics