00:59 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 09:40:04, 1663 ნახვა

არჩილ თალაკვაძე - ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა შეუძლია

„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ხმა რამდენიმე წუთის წინ მისცა.

„მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც გავაკეთეთ არჩევანი. მე ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატრეთ ამ წლების მაძილზე, პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს. საქართველო მზადაა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და მზადაა შემდგომი განვითარებისთვის. ყველა ავტორიტეტული კვლევით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 55-დან 60 პროცენტამდე იყო, შესაბამისად, მოველით, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics