|
2020-10-28 12:10:43, 459 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს!
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ინაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს. "კარგად მოუსმინეთ იმ ე.წ. პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დღეებში პატიმართა წამების კადრებზე კომენტარს აკეთებენ: 1. თურმე, პატიმართა წამების დამამტკიცებელი ფაქტების გასაჯაროება ყოფილა... არც მეტი, არც ნაკლები, კომპრომატის გასაჯაროება. აქამდე ვიცოდი, რომ ეს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულის მხილება იყო და ამ ე.წ. პოლიტიკოსების აზრით, კომპრომატი ყოფილა! ვინც თქვენ პოლიტიკოსები დაგარქვათ, იმის ტვინში ჩახედვაც არ მინდა. ადამიანებო, პოლიტიკოსი მარტო ენა კი არაა, სინდისია, სინდისი, რაც თქვენ პრინციპში არც არასდროს გქონიათ, რომ დღეს დაგეკარგათ. 2. როცა მე და "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერები ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებზე ვსაუბრობდით, ამისი დაჯერება არავის უნდოდა, რადგან მტკიცებულებად არავინ თვლიდა პატიმართა წერილებს ან ინტერვიუებს. არადა, 2010-2011 წლებში გლდანის ციხე ნამდვილი ოსვენციმი იყო. მთელი სისტემის მამხილებელი ფაქტი მოვიპოვეთ მხოლოდ 2012 წლის 24 აგვისტოს, როცა კარანტინის დაშლის კადრების გადაღება მოხდა. რატომ ინახავდნენ კადრებსო, ვიღაცა კნაოდა წეღან... ალო, შურით, ბოღმით და ბოროტებით აღვსილო იდიოტებო, ეს კადრები ჩვენი სიცოცხლის ფასად გავასაჯაროეთ გადაღებიდან სულ რაღაც 1 თვეში. ასე გონივრულად და ფრთხილად რომ არ გვემოქმედა, ცოცხალი დღეს არ ვიქნებოდით, ხოლო ის კადრები, ანუ ფაქტები მზის სინათლეს ვერასდროს იხილავდა! 3. "კადრების გასაჯაროების მიზანი ხელისუფლების შეცვლა იყო და არა პატიმრების დახმარებაო". გვაპატიეთ რამენაირად, რომ მხოლოდ 2012 წლის 24 აგვისტოს მოვიპოვეთ სისტემური დანაშაულის ამსახველი და მამხილებელი ფაქტები. რომ მოგვეპოვებინა 2010 წლის 24 აგვისტოს, არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გავასაჯაროვებდით. დიახაც რომ ჩემი და ჩვენი მიზანი სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის მხილება და პატიმართა სიცოცხლის გადარჩენა იყო!!! და სულ რომ არაფერი გავაკეთოთ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მე, დათო თარხან- მოურავმა და გიორგი ლომიამ, მარტო ის კმარა, რომ ათასობით პატიმარი ვიხსენით წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან! მწამებელთა პარტია რომ დამარცხდა და "ქართულმა ოცნებამ" რომ გაიმარჯვა, ესეც დიდი შვება იყო ჩვენი ხალხისთვის, ამიტომ აქაც მართალი ვართ!!! 4. არავითარი კავშირი და შეხება კადრების მოპოვების ან გასაჯაროების თემასთან არ ჰქონია ვანო ჩხარტიშვილს. არც ვინმე სხვას, ვინც მერე იბრალებდა, ეს მე გავაკეთეო და ასეთი ათობით ფეიკი გავიცანი, როცა ბელგიიდან თბილისში დავბრუნდი. და ბოლოს, არავითარი პირადი სიკეთე ჩვენ არ მიგვიღია პატიმართა წამების ამსახველი ფაქტების გავრცელების მერე. გავაგრძელეთ მუშაობა "ობიექტივში" და ჩემს სახლში გახეთქილი ჭერიდან ისევ ისე წვიმდა, როგორც მანამდე. "2 მილიონის პატრონი" სახურავს მაინც გამოვცვლიდი, მაგრამ ვერ გამოვცვალე. ამ ისტორიაში მე სულ სხვა მომენტი მაფიქრებს: ამდენ უსინდისოს ვინ დაარქვა პოლიტიკოსი? და ბოლოს, ვინმე გაბედავთ იმის თქმას, რომ პატიმრებს მასობრივად არ აწამებდნენ? მოგველანდა, რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა? მოგველანდა, რაც სასამართლომ დაადგინა? არაა ციხის კადრები მწამებელთა პარტიისთვის მომგებიანი თემა, ვერაფერს ვერ შეატრიალებთ, ვერც ისტორიას და ფაქტებს წაშლით. ხალხს ყველაფერი ახსოვს. იმედია, ახსოვს!" - წერს ირმა ინაშვილი.
https://www.facebook.com/photo?fbid=1047267932385264&set=a.107342946377772
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)