07:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 18:19:40, 630 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - ოპოზიცია გაიმარჯვებს ხალხთან ერთად, განწირულები ვართ ამისთვის

ოპოზიცია გაიმარჯვებს 31 ოქტომბერს ხალხთან ერთად, განწირულები ვართ ამისთვის, - ამის შესახებ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ გორში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია გამარჯვებას მშვიდობიანი ხელებით მოიპოვებს.

„ჩემი მეგობრებო, ერთი კვირა დარჩა, ძალიან გთხოვთ ყველამ კარგად გავიაზროთ, თუკი ვინმეს სჭირდება ეს. წყალში უნდა ჩავდგეთ, ერთი კვირა მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, მაქსიმალური მობილიზაცია, ქუდზე კაცი და 31 ოქტომბერს ერმა, ერმა უნდა გაიმარჯვოს. ოპოზიცია გაიმარჯვებს ხალხთან ერთად, განწირულები ვართ გამარჯვებისთვის, ამ ქვეყანას არ უწერია მარცხი, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრების, მრავალი თაობის დაღვრილი სისხლი არ დაიკარგოს უკვალოდ, ერთი ადამიანი ფაშად ამ ქვეყანას ვერ მოაჯდება, გამორიცხულია. ლანგარზე და ლანგარით გამარჯვებას არ მოგვაწვდის ბატონი ოლიგარქი, მაგრამ ჩვენ ამ გამარჯვბას მოვიპოვებთ მშვიდობიანი ხელებით, ჩვენი რწმენით, გულანთებული ქართველები დაამარცხებენ არა მხოლოდ ოლიგარქს, არამედ უიმედობას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics