17:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 15:27:28, 377 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ალიბეგაშვილი: მეტროს მშენებლობის შემდეგ, თბილისში "პანორამა თბილისის" მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მეტროს მშენებლობის შემდეგ, თბილისში "პანორამა თბილისის" მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა.

როგორც ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვის კომენტირებისას განუცხადა, "პანორამა თბილისის" პროექტი ხელს შეუწყობს თბილისს, რათ ისი მკვიდრ რეგიონალურ ცენტრად იქცეს. მისივე განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების წერილს გაეცნობა და გაითვალისწინებენ მხოლოდ იმას, რაც გასათვალისწინებელი იქნება.

"ასეთი დიდი პროექტები, რომელიც ჩვენი დედაქალისთვის არის აუცილებელი, უნდა განხორციელდეს. მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად გასულ საუკუნეში, როდესაც იყო კომუნისტების ფორმაცია და როდესაც განხორციელდა მეტრომშენებლობა, მას შემდეგ თბილისში ასეთი მასშტაბის და ასეთი წარმომჩენი პროექტი არ არის შემუშავებული და განხორციელებადი. ვფიქრობ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენ დედაქალაქს, რათა იგი იქცეს მკვიდრ რეგიონალურ ცენტრად",-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, 13-მა საეთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტი "პანორამა თბილისი" არ უნდა განხორციელდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics