09:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 21:37:08, 708 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - „ქართული მარშის“ აქციაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც იყვნენ, თუმცა რას აპროტესტებდნენ არ ვიცი

„ქართული მარშის“ აქციაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც იყვნენ, თუმცა რას აპროტესტებდნენ არ ვიცი“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ მარშზე“ მისი შეხედულების მიუხედევათ ერთხელად არ გამოუთქვამს მოსაზრება.

„ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ ქართული მარშის ნებისმიერ წარმომადგენელს მოუნდა აქციის გამართვა ნიკა მელიას ოფისის წინ მოწმენდილ ცაზე. განა იმიტომ, რომ მე ჩემი შეხედულება არ მაქვს ამ ორგანიზაციაზე, უბრალოდ ერთხელაც კი არ გამომითქვამს მოსაზრება ამ ორგანიზაციაზე, არათუ უახლოეს წარსულში, რაც კი არსებობენ ისინი, მე არასოდეს მიხსენებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პოზიცია არ მაქვს.

რაღაც საბაბი ხო უნდა ჰქონოდათ და მოვიდნენ და თქვეს, რომ რაღაც განცხადება გამიკეთებია მათთან მიმართებაში. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქართული მარშის გარემოცვაში იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც ამიტომ, მათ არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ ამ აქციის გამართვის, იქ იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც. ვითომ განცხადება გავაკეთე და ამაზე აპელირებდნენ, მაგრამ რა განცხადებაზე იყო საუბარი, არ ვიცი“ , - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics