|
2020-10-16 12:36:36, 493 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ვკითხო ადამიანებს, ვინც მოღალატეების გვერდით დგანან - აცნობიერებთ, რაც მოჰყვება ასეთი ღალატობრივი აქტის შემდეგ მოღალატეებთან თანამონაწილეობას?
„მე ვფიქრობ, ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ დაიხურებოდა. ამ ადამიანებს, და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვისაც დაუმტკიცდებოდა ღალატის ჩადენა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ალბათ სამუდამო ციხე დაემუქრებოდა. ჩვენ ვმსჯელობთ ახლა, რატომ ჩამოვიტანეთ რუკა, რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, რუკების ჩამოტანით გაჩნდა შანსი დავით-გარეჯთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის ამოწურვა მეგობარ აზერბაიჯანთან, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში და მოღალატეებმა კი აჟიოტაჟი ატეხეს. „კიდევ ერთი ბრალდება, რაც მე მოვისმინე და მინდა, განვმარტო მოსახლეობისთვის, თითქოს ჩვენს რეგიონში, ასეთი ომია, ორ მოძმე რესპუბლიკებს შორის, რომელთა მიმართ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ნეიტრალიტეტი ამ კონფლიქტში. თითქოს რაღაც პროცესი დავიწყეთ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მე აპრილში ჩამოვიტანე რუკა. ივლისის ბოლოს მივიღეთ მეორე პარტია. სულ რაღაც 11 დღეში მოხდა ანალიზი სამინისტროში, გავამზადეთ და მივწერე პროკურორს. სად იყო მაშინ კონფლიქტი, სად იყო ეს გაჩაღებული ომი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოღალატეებმა იგრძენს საფრთხე მას შემდეგ, რაც დაიწყო გამოძიება და გამოკითხვები. „60 კაცი დაიკითხა და გაჟონა ინფორმაციამ, რა თქმა უნდა მოუყვნენ მფარველებს, მათ დაიწყეს პანიკა, მათი უგვანო კაცი, ვინც არის გვარამია, რომ თითქოს რაღაცას ვაპირებთ. მერე გამოვიდა, ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი, რომელმაც ვერსია მისცა პირდაპირ პროკურატურას, რომ იტყვიან 80 მილიონი დოლარი ავიღეო გარეჯის გაყიდვაშიო, სად ნახეთ, ვინ თქვა, პროკურატურის ვერსიაში ითქვა, ჩემს წერილში არის რომ სააკაშვილმა გაყიდა გარეჯი? ეს მან მისცა ვერსია გამოძიებას. მე ვამბობ ჩემს წერილში, რომ ჩვენთვის მოტივაცია უცნობია, ჩვენ გეუბნებით ფაქტს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოღალატეობრივი ძალა არის რუსული ინტერესების გამტარებელი და მათი პიარით დაკავებული. „2007 წელს გავიდა ბოლო რუსის ჯარი ჩვენი ტერიტორიიდან, ამ რუსეთის ინტერესების გამტარებელმა ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა შემოიყვანა 2008 წელს რუსის ჯარი, ჩააბარა კოდორი, ყოველგვარი შეიარაღების გარეშე, ჯარისკაცები ძალით გამოიყვანეს, იარაღი დატოვეს, ჩამოწერეს მილიარდი დოლარის, 120 სოფელი დაკარგა ამ სულელმა, ნაძირალა კაცმა. ამდენი დევნილი, ამდენი უბედურება განიცადა, რაც მთავარია, ჩიხში შევიდა ქვეყანა. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ რუსის ჯარი არის დამაგრებული, დამყარებული კავკასიაში, ორი დიდი ბაზით,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)