09:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 20:13:38, 576 ნახვა

კომენტარი
ცერცვაძე - „რემდესივირის“ შემოტანა 2-3 კვირაში შესაძლებელი იქნება, თუმცა ის მთავარი გამოსავალი არ არის

„რემდესივირის“ შემოტანა 2-3 კვირაში შესაძლებელი იქნება, თუმცა ის მთავარი გამოსავალი არ არის“ , - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მალე იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შემოიტანს მონოკლონურ ანტისხეულებს.

„არ მინდა იყოს განცდა, რომ "რემდესივირის" შემოტანა მთავარი გამოსავალია ამ საქმიდან.

"რემდესივირი" ჩვენს ქვეყანაში სულ რაღაც 2-3 კვირაში შემოვა, ის რეკომენდებულია, თუმცა რთულად იშოვება. საქართველომ კი ეს მოახერხა და თვის ბოლომდე გვექნება. რაც შეეხება მონოკლონურ ანტისხეულებს, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, რადგან ის ახლა გადის კლინიკურ გამოცდებს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო.

ჩვენი ცენტრი კვლევაში ჩაერთვება, რომელიც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაიწყება. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ფართო გამოსავალი, ეს უბრალოდ ლეტალობის მაჩვენებლებს შეამცირებს. ეს გამოსავალია მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის“ , - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics