09:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 11:13:38, 699 ნახვა

კომენტარი
ვლადიმერ ვაისი - სომხეთთან შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც არ უთამაშიათ

„სომხეთთან შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც არ უთამაშიათ“ , - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან კაკაბაძე და კაშია, ტრავმების გამო.

„ერთა ლიგის შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია.

ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.

წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან“ , - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ქალაქ ტიხის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics