|
2020-10-10 15:26:46, 897 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერები დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ. „ქართული ოცნების" ლიდერები პროექტირების სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდნენ და აღნიშნული კოშკების რეაბილიტაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ფაქტობრივად დასრულებულია პროექტირების სამუშაოები, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი. პროექტი ლაღამის უბნის სრულ ურბანულ განახლებას და უშგულის თემის სამი სოფლის სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითვალისწინებს; ასევე, შიდა ქუჩების, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, პარკინგის მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ გაჩნდება ახალი ტურისტული უბანი, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. მათ ექნებათ საშუალება დაგეგმონ და განავითარონ მცირე ბიზნესი, გაჩნდება ახალი საოჯახო სასტუმროები და გააქტიურდება მრავალი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ცნობილი ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს, რომელსაც პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)