|
2020-10-05 14:18:05, 433 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე იპოდრომის ტერიტორიის გადაცემაზე - ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა, თუმცა ამომრჩეველზე აღარაფერი იმოქმედებს
ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე დედაქალაქისთვის იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის გადაცემის საკითხს. როგორც მან ჟურნალისტებთა საუბრისას აღნიშნა, ამომრჩეველზე არანაირი მოსყიდვა აღარ იმოქმედებს. „რეალურად, ეს პარკი ჩვეულებრივად ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ხალხის საკუთრება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა. ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ ეს პარკი უნდა ყოფილიყო ხალხის საკუთრება. ადამიანებზე და ამომრჩეველზე არაფერი აღარ იმოქმედებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)