16:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 00:01:02, 581 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა

''ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს გდაწყვეტილებას არ შეეგუება.'' - ამის შესახებ უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას თქმით, სასამართლო გამოუვალ მდგომარეობაში იყო და მისი გათავისუფლების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა.

''ჩემთან მიმართებაში თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ის უმსგავსობა და დღევანდელი პროკურატურის ქმედება, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეეგუება. დღეს, უბრალოდ სასამართლო გამოუვალ მდგომარეობაში იყო, სხვა გზა არ ჰქონდათ, მანამ სანამ ყველა პოლიტმატირი არ დატოვებს სასამართოს, სანამ არ შეჩერდება ეს აღვრიახსნილობა, დევნა ოპოზიციის წინააღმდეგ, მანამდე მოდუნების და ზეიმის უფლება არ გვაქვს."  - განაცხადა გიგი უგულავამ

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია.

შესაბამისი გადაწყვეტილება, სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლილი მსხილაძემ ხელმძღვანელობდა.

 სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა.

 დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

 როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics