|
2020-10-02 16:11:36, 1482 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების სამხედრობი გერმანული, მსოფლიო ბრენდის „ჰაიქსის“ ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვნენ
საქართველოს თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი. სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ. გერმანული კომპანია „ჰაიქსი“ მსოფლიო ბაზარზე ფეხსაცმელების მწარმოებელი წამყვანი ბრენდია, რომელიც ცნობილია საიმედო, უმაღლესი ხარისხის და ინოვაციური პროდუქციით. ფეხსაცმელი არის წყალგამძლე და ჰაერგამტარი. გარდა ამისა, „ჰაიქსის“ სამხედრო ფეხსაცმელი კომფორტულია რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად და გააჩნია მოცურებისგან დამცავი ძირი. „ჰაიქსის“ ფეხსაცმლით მარაგდება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების როგორც შეიარაღებული ძალები, სპეცდანიშნულების ძალები და პოლიცია, ასევე სამაშველო ქვედანაყოფები. თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)