|
2020-09-30 12:15:22, 628 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი: დავით-გარეჯზე გამოძიების დაწყება დესტაბილიზაციის გზაა, რომელიც აწყობს რუსეთს
დავით-გარეჯზე გამოძიების დაწყება დესტაბილიზაციის გზაა, რომელიც აწყობს რუსეთს, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, დავით-გარეჯის თემით გადაიტანოს ყურადღება იმ რეალური პრობლემებიდან, რომელიც ახლაა საქართევლში. „სენსიტიური თემაა, რომელიც საზღვარს ეხება. ჩვენ გვქონდა კონტაქტი მეზობელთან, რომელსაც ეხებოდა ეს საქმე. ეს არის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგავს ხელისუფლებას და გადაწყვიტა არ დაიხიოს უკან. რამდენიმე წლის წინ, მომხდარი ფაქტით შექმნეს ახალი პრობლემის კერა, საზოგადოებას უნდა აავუხსნათ, რომ მორიგ ჯერზე რაც სხვა იყო ტყუილი ივანიშვილის, ახლაც იტყუებიან. აზებაიჯანის და დავით-გარეჯის თემით აპირებენ გადაიტანონ ყურადღება, იმ რეალური პროლემიდან, რომელიც ახლაა, ჩვენ ვდგავართ მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ჩვენ ვერ მივიღეთ ინფორმაცია, რა წყაროების მიხედვით დაიწყეს გამოძიება, ეს დესტაბილიზაციის გზაა, რომელიც აწყობს რუსეთს, იმაშიც აისახება ეს, რომ ეს ქვეყანა აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც ამარაგებს ომისთვის და რეგიონში ახდენს დესტაბილიზაციას, ჩვენი მთავრობა ხელს უწყობს ამას, რასაც ჩვენ არჩევნებზე მშვიდად უნდა გავცეთ პასუხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)