|
2020-09-29 15:18:00, 482 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის კვლევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს განვლილ გზას, რეფორმებსა და პროგრესს ასახავს
მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019" შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს. „კორუფციის კონტროლის ინდიკატორში ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპაში საუკეთესო ოცეულში შედის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, აქ ლიდერები ვართ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. „მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019" ანგარიშის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით ქვეყნის ქულაც და სარეიტინგო პოზიციებიც გაუმჯობესდა ექვსივე ინდიკატორში. ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში განიცადა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)