|
2015-09-15 09:42:25, 672 ნახვა
ეკონომიკა
TCC მზად არის, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა
ჩინური კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“ (TCC) მზად არის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა – საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა TCC–ის წარმომადგენლებთან გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაგეგმილი პროექტები განიხილეს. TCC-ს ინიციატივით, აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო - China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) და მსოფლიოში უმსხვილესი ბანკი - Industrial and Commercial Bank of China (ICBC). TCC–ი ჩინეთის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია დაესწრნენ.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)