|
2015-09-12 09:22:14, 444 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ესტონეთში ვიზიტი დაასრულა
ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო შეხვედრებს ლიტვაში გააგრძელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ თინათინ ხიდაშელი ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და სხვა კომიტეტების წარმომადგენლებს, ასევე ნატოს თანამშრომლობის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორს შეხვდა. ქართული დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ესტონეთის მომავალ თავდაცვის მინისტრთან. ჰანეს ჰანსო, რომელიც ამჟამად ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, თავდაცვის მინისტრის პორტფელს ორშაბათიდან ჩაიბარებს. ესტონეთის მომავალმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრისას საქართველოს და ესტონეთის მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „საქართველო და ესტონეთი წლების განმავლობაში ძალიან კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და ხედვა. ესტონეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და მომავალშიც საქართველოს გვერდით იდგება ამ გზაზე. პარლამენტში 6 პარტიაა წარმოდგენილი 101 წევრით და როდესაც საკითხი საქართველოს ან უკრაინის მხარდაჭერას ეხება, ამ თემებზე კონსენსუსი გვაქვს, ჩვენი პოზიცია ერთსულოვანია. მჯერა, საქართველო და ესტონეთი პარტნიორები იქნებიან მომავალშიც და არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, - აღნიშნა ჰანეს ჰანსომ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი წარმატებულად შეაფასა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა: „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ესტონეთში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. დღეს ჩვენ ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტებს შუა პერიოდში ვიმყოფებით. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საშუალებს აძლევს მხარეებს განიხილონ არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი, შეაფასონ შედეგები და იმსჯელონ ვარშავის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ესტონეთის მთავრობაში განხორციელდა საკადრო ცვლილება. სვენ მიქსერმა თავდაცვის მინისტრის რანგში ბოლო ოფიციალური შეხვედრა გამართა ქართულ დელეგაციასთან . თუმცა, ის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც განაგრძობს თავის საქმიანობას ესტონეთის პარლამენტში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასთან შეხვედრა, ისევე როგორც მომავალ მინისტრთან“, - განაცხადა ახვლედიანმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)