12:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 16:20:35, 5523 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი სააკაშვილზე - ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი, სუფთა და ნათელ „კაბინეტს“ დაახვედრებს ციხეში

მიხეილ სააკაშვილის „გაბედულ“ ნაბიჯს, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ვფიქრობ ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ „კაბინეტს“ დაახვედრებს ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, სააკაშვილი ვერასდროს გახდება საქართველოში ვერც ერთი თანამდებობის პირი.

„ამ კარიკატორულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული - მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics