12:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 00:11:29, 5118 ნახვა

რეგიონი
შს მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დუშეთში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს კოორდინირებას პირადად უწევენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics