16:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-06 10:58:36, 445 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ეწვევა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი 7-8 სექტემბერს  მონაწილეობას მიიღებს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის დროსაც  განიხილება მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია. საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი  შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტის ხაზზე არსებულ სახელმწიფოებში“ ერთად უმასპინძლებს პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებს, აკადემიკოსებს როგორც საქართველოდან ასევე ევროპიდან და ამერიკიდან. 

ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სადაც გაეცნობა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას. 

მინისტრი თბილისში 7 სექტემბერს ჩამოვა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics