|
2020-07-22 13:20:40, 8480 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის მუნიციპალიტეტმა კეთილკეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ კეთილკეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული სტრატეგიის მიღება და მისი შემდგომი იმპლემენტაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2018-2020 სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. მისივე თქმით, სწორი მართვის გარეშე წარმატებული პროექტების განხორციელება შეუძლებელია. „როდესაც ვსაუბრობთ სხვადახვა პროექტზე, რა თქმა უნდა, სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში, იმ შვიდი პოლიტიკიდან, რომელიც პრიორიტეტად გვქონდა გამოცხადებული, ერთ-ერთი მთავარი მიმართლება სწორედ მართვა იყო. სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე, შეუძლებელია, წარმატებაზე ვიფიქროთ. შესაბამისად, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მართვას, ამ მიმართულებით, მთელი რიგი რეფორმების განხოციელებას და გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისთვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, USAID-სა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მადლობა გადაუხადა. „რაც შეეხება სტრატეგიას, შეგვიძლია განვსაზღვროთ ექვსი პრიორიტეტული მიმართულება: მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება; ანგარიშვალდებულების გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; კორუფციული რისკების შემცირება; მერიის სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა; ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა; კეთილსინდისიერების ამაღლება. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ სხვადახვა რაიონში განსახორციელებელ პროექტებში, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს “, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)