|
2015-09-03 11:33:06, 381 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: აშშ–ს მიერ გადმოცემული ტექნიკა, ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვას ხელს შეუწყობს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი დაცული საზღვარია. მან ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას აშშ–ს თავდაცვის სფეროში საფრთხეების სააგენტოს ხელმძღვანელობას ბათუმის თანამედროვე ნავმისადგომის მოწყობისა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, აშშ–ს მიერ საქართველოში აშენებული ყველა ობიექტი და ქვეყნისთვის გადმოცემული ტქენიკა, საქართველოს საზღვარზე ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვას ხელს შეუწყობს. „ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საზღვარია. დაცული, გამართული სასაზღვრო სისტემა, ჩვენი ძლიერების საფუძველია. ეს ფუნდამენტი უფრო მყარია მაშინ, როდესაც მის გაძლიერებაში გეხმარება ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში საფრთხეების სააგენტოს ხელმძღვანელობას ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ობიექტის - ბათუმის თანამედროვე ნავმისადგომის მოწყობასა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ ახალ ნავმისადგომს მოდერნიზებული საპატრულო კატარღაც შეემატა, რომელსაც ჩემი ბრძანებით, მიენიჭა სახელი ბათუმი. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აშენებული ყველა ობიექტი და გადმოცემული ტექნიკა, ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვარზე ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვას. ჩვენი უწყება თანმიმდევრულად მიყვება მთავრობის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიასა და 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმას, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს როგორც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის, ასევე საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვასა და ეფექტურ, მოქნილ, მაღალპროფესიულ სამსახურად ჩამოყალიბებას. კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას პარტნიორ სახელმწიფოებს, ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც არ იმყოფებიან, გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)