15:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 11:31:34, 433 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: დიმიტრი ქუმსიშვილს ინვესტიციების წახალისების სერიოზული ცოდნა აქვს

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარდგენილ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკონომიკის განვითრებისა და ინვესტიციების წახალისების სერიოზული ცოდნა და გამოცდილება აქვს.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ქუმსიშვილი ამ მიმართულებით მთავრობის მუშაობას გააძლიერებს.

„დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება. იგი მანამდე მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ამჟამად, მუშაობდა თბილისის ვიცე-მერად. იგი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.  მასაც აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების წახალისების და მიმაჩნია, რომ იგი გააძლიერებს მთავრობის მუშაობას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics