|
2015-09-01 10:34:49, 681 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის თიბისი გალერეა რეზო კეზელის ფოტოგამოფენას მასპინძლობს
30 აგვისტოდან, თიბისი ბანკი „თბილისის ფოტოფესტივალი 2015“-ის ფარგლებში, ბათუმის თიბისი გალერეაში რეზო კეზელის ნამუშევრების გამოფენას, „კაცი აკორდეონით“ მასპინძლობს. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ფოტოგრაფის იმ შემთხვევითი გადარჩენილ 50-მდე ფოტოს ნახვა შეუძლია, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს. ცნობილი ფოტოგრაფი და ოპერატორი, რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70იან წლებში მოღვაწეობდა, საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურად ეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი ორიგინალური ფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა იმის საშუალება, გამოგვეფინა იმ ფოტოგრაფის ნამუშევრები, რომელიც არასაბჭოთა ფოტოგრაფიას ქმნიდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდის ქართული ფოტოგრაფია ამ ტიპის საავტორო ფოტოგრაფიით განებივრებული არ არის. მნიშვენლოვანია ისიც, რომ ბათუმმა ამ რანგის ფოტოგამოფენას უმასპინძლა, რადგან ბათუმის პუბლიკასაც გაუჩნდა შესაძლებლობა, ენახა ის ნამუშევრები, რასაც დამთვალიერებელს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში ვაჩვენებთ. ამით ფაქტობრივად მოხდა კულტურული ღონისძიებების დეცენტრალიზაცია და ეს პირადად ჩემთვის თბილსისი ფოტოფესტივალის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაა“, -აცხადებს თბილსისის ფოტოფეტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე. რეზო კეზელის ფოტოგამოფენა ბათუმის თიბისი გალერეაში, 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეზო კეზელის ეს ნამუშევრები 2014 წლის ოქტომბერში TBILISI PHOTO FESTIVAL-ის ფარგლებში გამოიფინა. წელს კი გამოფენა ბათუმში „ოდესა-ბათუმის ფოტო დღეების“ დასკვნით ეტაპზე იმართება.
(R)
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)