|
2020-06-26 16:25:57, 2526 ნახვა
კომენტარი
რა იყო ეს? დასჯა თუ სამაგიეროს გადახდა? - ეკა ბესელია გახარიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე კითხვას უსვამს
რა იყო ეს? დასჯა თუ სამაგიეროს გადახდა? - დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ბესელია აღნიშნავს, რომ აღნიშნული კადრების გავრცელებიდან წელიწადი და 5 თვე გავიდა და დღემდე არ იცის ვინ ჩაიდინა აღნიშნული მაშინ, როდესაც მას გახარია დაჰპირდა საქმის გამოძიებას. „ბვფიქრობდი რომელი საკითხით დამეწყო კითხვის დასმა. ღირდა თუ არა საერთოდ ამ კითხვის დასმა ახლა რასაც გკითხავთ. მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე. ეს ჩემი შინაგანი განწყობაა და არ ვიქნები გულწრფელი ახლა სხვა საკითხებზე გესაუბროთ. რადგან ეს ბოლო ანგარიშია თქვენი ამ მოწვევის პარლამენტში, ამ პარლამენტისთვისაც ბოლო ანგარიშია და არ მინდა ეს პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს კითხვა საჯაროდ არ დავსვა, მით უფრო, რომ ამ კითხვაზე პასუხს თქვენ დამპირდით ამის წინის წინის წინა მოხსენების დროს. ეს არის თემა, რომელმაც მე, პირადად, ბევრი გადაწყვეტილება და ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან, მათ შორის მთავრობის ის წევრები, რომლებიც, შესაძლოა, იყვნენ დაკავშირებული ამ საკითხთან. ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ იყავით შს მინისტრი, როდესაც უმრავლესობის დეპუტატის მიმართ, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. ეს მოხდა თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში. გავიდა 1 წელი და 5 თვე. თქვენ თქვით, რომ მეტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ, რომ ეს საქმე გახსნილია, რადგან ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. გეკითხებით - ვინ დაგეგმა ის დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ის იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10 კაციანი სიის გამო. რა იყო ეს? დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა აირჩევდა იმ ფორმას პროტესტისა, რაც მე ავირჩიე?! მე ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მივიღებ, რა დროც არ ნდა დასჭირდეს ამას, მაგრამ მე თქვენ მინდა გკითხოთ, ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული. ქალბატონ მაიასთან უკაცრავად, მე ნამდვილად ვუფრთხილდები მის ნერვებს, მაგრამ მე ამ კითხვაზე პასუხს მოვითხოვ და არ დავიღლები, ვიდრე არ გავიგებ კონკრეტულ სახელს და გვარს, არა კოლექტიურს, კონკრეტულს, არამედ კონკრეტულს და ეს იმისთვის, რომ ელემენტარულად ამ ქვეყანაში რაიმეს ფასი ჰქონდეს და ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)