14:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 13:18:45, 1518 ნახვა

რეგიონი
მერის ინიციატივა - „სოლიდარობის დღეები ქედაში“ გრძელდება

24 წლის გიორგი ბერიძე სოფელ კანტაურში ცხოვრობს. 3 წლის წინ ავტოავარიის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა და ახლა ეტლით მოსარგებლეა.

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, სოლიდარობის დღის ფარგლებში, გიორგის ახალგაზრდებთან ერთად ბინაზე ესტუმრა და მის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენ მესამე წელია, ქედაში სოლიდარობის დღეები დავნერგეთ. ინიციატივის ფარგლებში, საჯარო მოხელეებთან ერთად, არაერთი აქცია გავმართეთ: პანდუსების მოწყობა, მარტოხელა მოხუცებისთვის საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარება, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ადამიანური რესურსით დახმარების გაწევა (სახლის სახურავის გადახურვა და ა.შ.), სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევა და სხვა. დღეს, გიორგის ვეწვიეთ და არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,ადამიანისთვის ადამიანი"-ს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადავეცით. თუმცა ჩვენი თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება. გიორგის სხვადასხვა პროგრამებში ჩართვას და მაქსიმალურ მხარდაჭერას დავპირდით, რომ არჩვეულებრივი ახალგაზრდა აქტიურად მონაწილეობდეს თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროგრამებში", - განაცხადა ლევან გორგილაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics