|
2020-06-16 17:24:08, 17144 ნახვა
ომი უკრაინაში
NCDC - საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა შორის 101 სამედიცინო სფეროს მუშაკია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშის თანახმად, 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, მათ შორის 101 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია. NCDC-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19. „საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1% (18 შემთხვევა)- ტექნიკური პერსონალი. დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06%-ია. ხსენებული რაოდენობიდან ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (ექთანი ქალი, 70 წლის, ქვემო ქართლი), სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობამ 1% შეადგინა“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ამასთანავე, შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით: ექთანი - 58% (58 შემთხვევა) ექიმი - 31% (31 შემთხვევა) უმცროსი სამედიცინო პერსონალი - 10% (10 შემთხვევა) ექიმი-ეპიდემიოლოგი - 1% (1 შემთხვევა) ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)