|
2020-06-16 17:15:39, 18515 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან, ორი აზერბაიჯანის, ერთი კი, საქართველოს მოქალაქეა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, დღეს, კლინიკაში დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან, ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ერთი კი, საქართველოსი. მისივე ცნობით, საქართველოს მოქალაქის, 20 წლის ბიჭის ინფიცირების პირველწყარო ცნობილია. მანვე დასძინა, რომ სამი ახალი კოვიდინფიცირებულიდან, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ამ ეტაპისთვის, დადებითი პასუხი არის 3, აქედან 2 არის 60 წლამდე მამაკაცი, არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები, სატრანზიტო ავტოტრასპორტის საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაუფიქსირდათ სწრაფი ტესტით კოვიდ19, რის შემდეგაც ჩვენს კლინიკაში პისიარ კვლევით დადასტურდა კორონავირუსი ორივე შემთხვევაში. ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დადასტურდა კორონავირუსი, პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი ბებია მკურნალობის იმავე კლინიკაში, სადაც ის ახლა გადაიყვანეს, შესაბამისად, პირველწყარო ბებიაა“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)