|
2020-06-14 14:23:04, 14739 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 მედპერსონალი მკურნალობს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 მედპერსონალი მკურნალობს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „სულ გვყავს 9 პაციენტი, ჩვენი კოლეგა, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ. საბედნიეროდ, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც ჩვენთან მართვით სუნთქვაზეა, მისი მკურნალობა გრძელდება. შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. გარდა ამისა, გყვავს ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, პნევმონია აქვთ. თითქმის დავასრულეთ თანამშრომლების, მთელი ჩვენი გუნდისთვის ტესტირების ჩატარება, მათ შორის მედპერსონალისა და ადმინისტრაციული ნაწილის. გუშინ მედპერსონალის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ და იქედან სამი დადასტურდა მხოლოდ. დანარჩენი ყველა უარყოფითია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია- შიდა გავრცელებაა თუ გარედან. ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ სავარაუდოდ, გარედან შემოსული ინფექციაა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)