|
2020-06-05 11:26:07, 18362 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს, ინფიცირებულები ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან არიან
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან არიან და საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ. როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში 2 საყურადღებო პაციენტია, ხოლო 1 მოზარდისა და 3 მოზრდილის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. „ბოქსირებულ სექტორში არის 42 პაციენტი. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 23. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 5 პაციენტი. გუშინ დაემატა 2 ახალი პაციენტი, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ. ესენი არიან „საბურთალოს კლასტერიდან“. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თითქმის ერთი კვირაა ჩვენთან „საბურთალოს კლასტერიდან“ პაციენტები მკურნალობენ. საერთო ჯამში 7 პაციენტია საბურთალოდან. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც ქრონიკული დაავადებებით არის დატვირთული. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)