14:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 22:50:17, 3209 ნახვა

რეგიონი
მაკა ჭაღალიძეს ერთი ჩვეულებრივი დღე გაულამაზეს

6 წლის მაკა ჭაღალიძე სოფელ ჭალაში მშობლებთან, 8  წლის დასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მაკას, დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, გადაადგილება უჭირს და ეტლით მოსარგებლეა.

რომ არა პანდემია, დღევანდელ დღეს მაკა ჭალა-წყაროთის ბაღში თავის მეგობრებთან და პედაგოგებთან ერთად აღნიშნავდა. 

პატარას, დღეს შუახევის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. საჩუქრად სათამაშოები, ტკბილეული, პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები მიუტანეს, ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და ერთი ჩვეულებრივი დღე გაულამაზეს.

 წელს მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღე, კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი ღონისძიებების გარეშე აღინიშნა. ვალდებულები ვართ დავიცვათ რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შევუქმნათ  ჩვენი პატარების ჯანმრთელობას.

შუახევის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობა, კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს ბედნიერ და უზრუნველ ბავშვობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics