18:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 10:59:16, 16510 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, პაციენტების 50%-ზე მეტი საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენს ცენტრში, დღეის მონაცემებით 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს. გუშინ მივიღეთ 6 ახალი დადასტურებული პაციენტი. ესენი იყვნენ მარნეულის სოფელ მარეთიდან და დანარჩენი იყო ბოლნისის წინა დღის დადასტურებული შემთხვევებიდან. გვყავს სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც უკვე გაუმჯობესებულია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის მონაცემებს. თუ ამ მონაცემებითაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ძირითადად 50%-ზე მეტი საშუალო სიმძიმის პაციენტებია. ასევე გვყავს მსუბუქი სიმძიმის პაციენტები.

ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა რუტინული კვლევით მსუბუქი სიმძიმით ფასდება. დღეს ყველასთან ჩატარდება რადიოლოგიური კვლევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics