15:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 17:46:28, 1231 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - რადგან რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, მტრების ძებნა დაიწყეს

რადგან რუსეთში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, ახლა დაიწყეს მტრების ძებნა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლითაც ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვს.

დეპუტატის განცხადებით, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ყველანი კარგად არიან ინფორმირებულნი იმაზე, რაც რეალურად ხდება ლუგარში.

„ეს არის კლასიკური, მავნებლური კრემლის პროპაგანდა, რომლებმაც, როგორც ჩანს, რადგან ახლა კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ვერ ართმევს თავს რუსეთის სახელმწიფო, მათ შორის, იმის გამოც, რომ მალავდა. ახლა, როგორც ჩანს, დაიწყეს მტრების ძებნა. ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია სტუმრები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ისინი ყველანი კარგად არიან ინფორმირებული იმაზე, რეალურად რა ხდება ლუგარში,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics