16:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 16:55:01, 1468 ნახვა

კომენტარი
კალაძე უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე - ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო

ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს მეგობარ ქვეყანას.

„უკრაინა არის ჩვენი სტრაგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა თუ მოგონილი თანამდებობა, ადამიანი, რომელსაც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და არის დამნაშავე, უბრალოდ მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.  ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით გაჟღერებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა თავმოყვარე ქვეყანა და სახელმწიფო მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ჩვენი ხელისუფლება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა, რომელიც საგარეო უწყებაში დღეს გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics