|
2020-05-25 13:42:04, 1079 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა
„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად ჭირდება შეფასება. ჩვენ სრულად ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვისაც აქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ნუ მოგვიწოდებენ ლიტონად საპარლამენტო კონტროლზე",- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. იგი ოპონენტებს გამოეხმაურა და აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთი რეზოლუცია და არაერთი რეკომენდაცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ შექმნან ეს ფორმატი და ვართ რა ამ ევროპული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყოველთვის გავაანალიზოთ წარსული, დავინახოთ ის გამოწვევები, რაც გვაქვს და ვიზრუნოთ მუდმივად ადამიანის უფლებების შემდგომ განვითარებასა და პროგრესზე. შესაბამისად, ის კოლეგები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ ხოლმე და ქმნიან ფონს, რომ დაკომპლექსდეს ვინმე და არ თქვას, რომ თურმე წარსულის შეხსენება ცუდია და დავივიწყოთ წარსული და გადავიდეთ აწმყოზე, ჩვენ აწმყოში ვართ, თუმცა, სწორედ ჩვენი ევროპული თანამეგობრობა არის ჩართული და სტრასბურგის სასამართლოა ჩართული იმ საქმეების განხილვაში, რომელიც მათთვის არის წარსული, ჩვენთვის კი არის აწმყო. შესაბამისად, ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში წარმოდგენილ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის - ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, 2009 წლის 25 აპრილისა და 15 ივნისის აქციის საქმეებზე. მან კოლეგებს ოპოზიციიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩაერთონ საპარლამენტო ფორმატში. „ჩვენ სრულად ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვისაც აქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ნუ მოგვიწოდებენ ლიტონად საპარლამენტო კონტროლზე. აი ეს არის საპარლამენტო კონტროლი, ეს არის ფორმატი, რა დროსაც მათ სრული შესაძლებლობა აქვთ, იყვნენ ჩართულნი და გამოთქვან მათ საკუთარი მოსაზრებები",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)