|
2015-08-22 18:50:27, 704 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო უნივერსიტეტთან ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე სკვერში ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ცხოველების უფლებების დაცვას ითხოვდნენ. დემონსტრანტებმა მოგვიანებით თბილისის საკრებულოსკენ მარშით გადაინაცვლეს. მათ ტრანსფარანტები შემდეგი წარწერებით ჰქონდათ გამოტანილი - „დაიცავი სიცოცხლე“, „ნუ გახდები მკვლელი“. აქციაზე სხვადასხვა ქვეყნის - უკრაინის, ბრიტანეთის, ირანის მოქალაქეებიც იმყოფებიან. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას არასამთავრო ორგანიზაცია Vegan Georgia-ს თავმჯდომარემ ვახტანგ უშვერიძემ აღნიშნა, აქცია სპეცისიზმის წინააღმდეგაა მიმართული. „ვმართავთ აქციას სპეცისიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ცხოველების უფლებების დაცვისთვის ვიბრძვით. მათ ისეთივე უფლებები აქვთ როგორც ჩვენ. მიგვაჩნია, რომ ისინი ისეთი დედამიწელები არიან, როგორც თითოეული ჩვენგანი. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის ცხოველების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ. ამიტომ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ვახტანგ უშვერიძემ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე სკვერში საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ცნობისთვის, 22 აგვისტო სპეცისიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)