|
2020-05-18 19:12:39, 1218 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელი და ცინიკურია რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი
„საზოგადოება დაიღალა ოპოზიციური ჯგუფების თამაშით და სპეკულაციებით. სახელისუფლებო გუნდს საზოგადოებასთან ერთად გვაქვს გამოწვევა, რომ ღირსეულად გავართვათ თავი პანდემიასთან ბრძოლას. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ჩვენი საზოგადოების ინტერესები და მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ, ყურადღების ცენტრი საზოგადოებაზე ზრუნვიდან გადაიტანონ სხვა მიმართულებით და აქცენტირება გააკეთონ პოლიტიკურ თამაშზე, რასაც თვითონ ეწევიან. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იმ შეთანხმებას ვასრულებთ, რომელიც შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და სადაც დავდეთ პირობა, რომ შევიტანთ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში. თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხს სერიოზულად არ ეკიდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ - „ქართული ოცნების" გუნდს სრულად შეგვწევს უნარი და გვაქვს არესურსი, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მივიღოთ, ეს არ ართმევს პასუხისმგებლობას ოპოზიციურ ჯგუფებს (რომლებიც ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან), რომ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან და მხარი არ დაუჭირონ ცვლილებებს. ყველა მხარე თანაბრადაა ვალდებული, შეასრულოს პირობა, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრონციპი არის ფუნდამენტური და სახელმწიფოს ვერცერთი დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ვრჩებით ამ პრინციპის ერთგული. იმედი მაქვს, ამ თამაშს თავს დაანებებს ოპოზიცია, გადმოვა საქმიან რეჟიმზე, ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც აიღო ჩვენი პარტნიორების წინაშე და აქვს ვალდებულება, მხარი დაუჭეროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა ყველამ ერთად შევძლოთ მშვუდობიანი, დემოკრატიული, მაღალი სტანდარტით გამართული არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მხრიდან ამისთვის სრული მზაობაა. არ შეიძლება საზოგადოებას ესაუბრო ერთი კონკრეტული პირის სახელით. დაუშვებელია და საზოგადოების მიმართ ცინიკურია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)