16:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 11:05:12, 1578 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ქართულმა ბიზნესმა სადეზინფექციო ხსნარების გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით სწრაფად უპასუხა

„იმ დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება, რომ უმასპინძლოს პირველ უცხოელ ტურისტებს და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესმაც და მოსახლეობამაც უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას. ამ მხრივ, პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ქართული ბიზნესი უცებ გადაეწყო და გაზრდილ მოთხოვნას უპასუხა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრი მცხეთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი ორი საწარმოს - „ეკო ბოჰემიასა" და „ელექსირის" სამუშაო პროცესს გაეცნო.

კომპანია „ეკო ბოჰემია", რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მსხვილი მწარმოებელი იყო, ამჟამად საქართველოს ბაზრისთვის ხელის ანტისეპტიკურ საშუალებებსა და სხვადასხვა ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს. საწარმო, სადაც 45 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. რაც შეეხება კომპანია „ელექსირს", მისი წარმოებული ბიოსადეზინფექციო საშუალება ფლობს ხარისხის ნიშანს, სურსათის უვნებლობის, გარემოზე ზემოქმედების უვნებლობის და სხვა საერთაშორისო აღიარებებს. საწარმოში დღიური წარმოება 25 ტონას აღწევს. საწარმოში ექსპორტის დიდი მოთხოვნის გამო, თანამშრომელთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

„დღეს ორი კომპანიის საწარმოო პროცესს გავეცანი. ორივე მათგანი ბაზარზე ძალიან მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებს. ეს არის ქართული წარმოება და იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი ნიჭიერია ქართული ბიზნესი, როგორ სწრაფად აუღო ალღო შეცვლილ მოთხოვნას და დადგა მოსახლეობის გვერდით, როდესაც ამის საჭიროება", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics