|
2020-05-11 13:53:17, 1229 ნახვა
კომენტარი
რესპუბლიკურში მოთავსებული 44 ინფიცირებულიდან 5 დღეს დატოვებს კლინიკას
კლინიკაში სულ 61 პაციენტია, აქედან 44 არის კოვიდ დადასტურებული. რაც შეეხება ამ პაიენტებიდან 5 დატოვებს კლინიკას - ამის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ გაანცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მართვით სუნთქვაზე მხოლოდ ერთი პაციენტი ჰყავთ. „კლინიკაში სულ 61 პაციენტია, აქედან 44 არის კოვიდ დადასტურებული. რაც შეეხება ამ პაიენტებიდან 5 დატოვებს კლინიკას, რადგან ტესტირების პასუხი ორჯერ მოვიდა უარყოფითი და გამოჯანმრთელებულად ითვლებიან და მათ გადავიყვანთ იზოლაციაში. დანარჩენი პასციენტებიდან 1 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძმეა, ეს არის ერთადერთი პაციენტი რომელიც მართვით სუნთქვაზე გვყავს რეანიმაციაში და უტარდება დანიშნულების მიხედვით მკურნალობა. ეს პაციენტი ჩვენთან მარნეულიდან გადმოიყვანეს, იგი ასკოვანია, აქვს მწვავე ორმხრივი პნევმონია. რეანიმაციაში სულ სამი პაციენტი გვყავს, ერთი მართვით სუნთქვაზეა ხოლო დანარჩენი ორი საყურადღებო მდგომარეობაშია. ზოგადად პაციენტების მომართვიანობა დასტაბილურდა. ახალი პაციენტების მიღებასთან ერთად ვასწრებთ ძველი პაციენტების გაშვებას და ამჟამადაც ესეა. სამი დღეა ახალი პაციენტი არ გვყოლია, სამი დღის წინაც მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი დაგვემატა, უშუალოდ ჩვენთან არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)