16:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 17:39:13, 1493 ნახვა

კომენტარი
ცერცვაძე - ქვეყანა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში

ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ “განწირულობიდან” გამომდინარე - ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის საბოლოო წარმატება, ეს არის ამ მომენტისთვის, ეტაპური წარმატება.

„ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს არ არის საბოლოო წარმატება, ეს არის ეტაპური წარმატება და ამ მომენტისთვის. ჩვენ ვდგავართ კრიტიკულ გზა გასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, 11-დან გაიხსნება დიდი ქალაქები, მანქანების მოძრაობა აღდგენილია, გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპური აღდგენა, გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა და რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა, სასტუმროების ამოქმედება, მომავალში კაფე-ბარების. ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ “განწირულობიდან” გამომდინარე.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ დაიმახსოვრეთ მთავარი - წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღესა და კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, აი, ეს იქნება წარმატება”, - განაცხადა ცერცვაძემ





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics