16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 12:29:06, 1325 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე ელჩის გამოწვევაზე - ეს არის უაზრო ფაფხური „ქართული ოცნების“ მხრიდან

ეს არის უაზრო ფაფხური „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მიერ უკრაინიდან დიპლომატის გამოწვევის საკითხს.

მისი თქმით, სახელმწიფო ინტერესები ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ.

„ერთი რამ შემიძლია ვუწოდო „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს, ეს არის უაზრო ფაფხური და მეტი არაფერი. ვერაფერი ურთიერთობა ვერ გაფუჭდება. არ აქვს საქართველოს ეს ფუფუნება. საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესები. ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება. შეეგუეთ ხალხნო ამას და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ხომ გავაქციეთ ეს ადამიანი და ახალ ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას. მაინც, რომ ადამინები მშივრები და უმუშევრები არიან. მეტი საქმე არა გაქვთ? რაზე გამოიხმეთ ახლა დიპლომატი? რომ გამოიხმეთ რას იზამთ? გაწყვიტავთ დიპლომატიურ ურთიერთობას? უკრაინა არის მსოფლიოს ბეღელი ხორბლის და ეს ხორბალი ჩვენც გვჭირდება და სხვა ქვეყნებსაც. ამ ვითარებაში ეს ხომ წარმოუდგენელია. ნატოშიც ერთად უნდა შევიდეთ და ევროკავშირშიც“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics