|
2015-08-19 11:09:33, 527 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ფორტ ბელვორის ჰოსპიტალში შეხვედრა გამართეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები „ფორტ ბელვორის ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ჰოსპიტალი თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია და ერთ-ერთი გამორჩეული სამკურნალო დაწესებულებაა. ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ ქართულ დელეგაციას პოსტ ტრავმული სტრესისა და ტვინის ტრავმის მკურნალობის სისტემა გააცნო. ყურადღება გამახვილდა არტ თერაპიასა და იმ სპორტული რეაბილიტაციის მნიშვნელობაზეც, რომელსაც სამხედროები ჰოსპიტალის ტერიტორიაზე გადიან. გენერალური შტაბის უფროსმა ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში ჩამოსვლა და მათი გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარება შესთავაზა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჰოსპიტლის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით ახლახან შექმნილი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის შესახებაც უამბო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია-რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს. „ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თანამშრომლობა განათლების მიმართულებით სთხოვა. კერძოდ, საუბარია თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა დისციპლინებში გადამზადებასა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის სამოქალაქო პერსონალის მომზადებაზე. შესაბამისი პროგრამები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, შექმნას ეფექტური და მდგრადი სისტემა, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებს ტრავმებისა და დაზიანებების შემთხვევაში, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროცესს გაუმარტივებს“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაზარალებული სამხედროების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)