16:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 16:02:50, 1337 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს  ესაუბრა.

საუბრისას პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და კვიპროსში არსებული ვითარება და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმები განიხილეს.

კვიპროსის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის პრეზიდენტს პანდემიისას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს.

თავის მხრივ კი, კვიპროსის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ ევროპულ ლიდერებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებისაკენ მოუწოდოს.

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისისას საერთაშორისო სოლიდარობის ფონზე ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება.

კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი კრიზისის დასრულების შემდეგ კვიპროსში ვიზიტით მიიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics