17:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 12:43:15, 1133 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე ტროლებზე - ხელისუფლებამ მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი „ფეისბუქისგან“, როგორც ჩანს, პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი

პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი ხელისუფლებისთვის და თავიდან დათესა ტროლები და ბოტები, - ასე ეხმურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე FACEBOOK-ის მიერ კოკა ყანდიაშვილის „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 790 ანგარიშის გაუქმებას ეხმაურება.

როგორც კაპანაძე ეჭვობს, აღნიშნულში სავიუჯეტო ხარჯები იხარჯებოდა და მასში საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული.

„უკვე მეორედ გამოააშკარავა „ფეისბუქმა“. როგორც ჩანს პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი ხელისუფლებისთვის და ახლიდან დათესა ეს ტროლები და ბოტები. შესაბამისად, უკვე მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი „ფეისბუქის“ მხრიდან. აქ ცალკე გამოსაკვლევი საკითხია რამდენად არის ეს კანონის დარღვევა, რაც კეთდებოდა ქვეყნის შიგნით ხელისუფლების მხრიდან, იმ კონტექსტში თუ რა ფული იხარჯებოდა აქ. მაქვს ეჭვი, რომ აქ იხარჯებოდა საბიუჯეტო სახრები და საჯარო მოხელეები იყვნენ ამაში ჩართული. ცალკე აღსანიშნავია ის, რომ მხილებული იქნა „ნაციონალური მოძრაობა“ და მგონია, რომ ამ ოპოზიციურმა პარტიამ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომელიც გაჩნდა „ფეისბუქის“ მიერ მათი ანგარიშის წაშლის შედეგად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, Facebook-მა გუშინ 5 მაისს, „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

ჯამში, სოციალური ქსელის გიგანტმა „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics