16:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 11:13:23, 1301 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის 29 მაისს პარლამენტში დაბარება პოპულიზმია, რადგან მას ივნისში ისედაც უწევს პარლამენტში ანგარიშით წარდგომა

ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის 29 მაისს პარლამენტში დაბარება პოპულიზმია, რადგან მას ივნისში ისედაც უწევს პარლამენტში ანგარიშით წარდგომა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას  აქვს უფლება მოითხოვოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლა, ინტერპელაციის წესიც გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ეხება საგანგებო მდგომაროებას, როდესაც არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული მოდგომა, პრაქტიკა და შესაბამისი რეგულაციები.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრი 29 მაისს მოვიდეს პარლამენტში და გააკეთოს მოხსენება, მათ ძალიან კარგად იციან, რომ აქ საუბარია სულ ორ დღეზე, ვინაიდან პირველ ივნისს პრემიერ-მინისტრმა,  რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში უნდა წარმოადგინოს შესაბამის წერილობითი მოხსენება და ანგარიში  და ამ თვეშივე აქვს მას კანონისმიერი ვალდებულება გააკეთოს პარლამენტის წინაშე მოხსნება. ამიტომ ვამბობ, რომ პოპულიზმია ოპოზიციის განცხადებები. ეს არის რეალობა და ამაზე არ საუბრობენ. გასაგებია მათი ინტერესი - მათ არ დარჩათ ის სივრცე, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში  ჰქონდათ პოპულიზმისათვის.

თუ საგანგებო მდგომარეობა დასრულდება იმ ვადაში, რომელიც დაანონსებულია, თუ ეს ვადა  საკმარისი იქნება, რომ რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ბუნებრივია, ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს პარლამენტში მოვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

შეგახსენებთ, რომ ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარა. ოპოზიციური პარტია მას პარლამენტში 29 მაისს ელოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics