17:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 12:08:51, 1484 ნახვა

კომენტარი
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ყვარელში დაინფიცირებული სასწრაფო ექიმის კონტაქტებიდან, არც ერთს არ დაუდგინდა კოვიდ19

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყვარელში დაინფიცირებული სასწრაფო ექიმის კონტაქტები მოიძიეს. თითოეულ მათგანს ჩაუტარდა PCR კვლევა და არც ერთს არ დაუდგინდა კოვიდ19.

ქადაგიშვილის განცხადებით, ინფიცირებული ექიმის დაინფიცირების წყარო უცნობია და კვლავ მიმდინარეობს მისი მოკვლევა.

„ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი დადასტურებული დიაგნოზით გადაყვანილ იქნა ბოჭორიშვილის კლინიკაში. გუშინვე მოხდა შესწავლა ყველა იმ კონტაქტისა, რომელიც ამ ქალბატონს გააჩნდა. ის მუშაობდა და მუშაობს სასწრაფოსა და "ევექსის" კლინიკაში. ყველა კონტაქტი იქნა მოძიებული. 

გუშინვე ჩაუტარდა ყველას სწრაფი ტესტი. დღეს დილის მონაცემებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ანუ ძველი პაციენტი რჩება ინფიცირებული, დანაჩენების პასუხი მიღებულია უარყოფითი. ასე რომ ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ეს ვითარება და ეპიდემიოლოგებთან ერთად ვაგრძელებთ ამ ქალბატონის დაინფიცირების წყაროს ძებნას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics