|
2020-04-28 21:00:39, 1830 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - 2008 წელს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება იყო ზუსტად 0 ლარი
„2008 წელს, ომის შემდეგ, ასევე, მსოფლიო კრიზისის გამო შეიქმნა უამრავი პრობლემა, ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები საჭიროებდნენ სათანადო მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, აქ ზედმიწევნით ზუსტად არის მოყვანილი ის ციფრები, რა ციფრებშიც აისახა სახელმწიფოს დახმარება - ეს იყო ზუსტად 0 ლარი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში, წინა ხელისუფლების 2008-2009 წლების ანტიკრიზისული გეგმა შეაფასა და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ, ასევე, კომენტარი გააკეთა იმ განცხადებაზეც, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. „ნაციონალურ მოძრაობასთან" შედარება ბევრი არაფრის მომტანია, მაგრამ კონტრასტისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ ის, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეებისადმი, ეკონომიკური სუბიექტებისადმი და როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულება 2012 წლის შემდეგ. 2008 წელს, ომის შემდეგ, მათ შორის, მსოფლიო კრიზისის გამო შეიქმნა უამრავი პრობლემა, პრობლემები შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს და ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები საჭიროებდნენ სათანადო მხარდაჭერას და დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, აქ ზედმიწევნით ზუსტად არის მოყვანილი ის ციფრები, რა ციფრებშიც აისახა სახელმწიფოს დახმარება - ეს იყო ზუსტად 0 ლარი და ამის შედეგები ძალიან კარგად გახსოვთ. უამრავი მშენებლობა იყო მაშინ გაჩერებული, უამრავი ობიექტი, სასტუმრო, ტურისტული ობიექტი იყო გაკოტრებული და გაჩერებული, იყო, ჰქონდათ სესხები გამოტანილი ბანკებიდან და წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ამ სესხების დაფარვას იმის გამო სწორედ, რომ სახელმწიფომ მათ ხელი არ გაუმართა. და ეს პრობლემა ჩვენ გამოგვყვა მერე წლების განმავლობაში, უწევდათ ადამიანებს საკუთარი სახლების დათმობა, ბანკები ყიდდნენ ადამიანების ქონებას და იყო უზარმაზარი პრობლემა და პრაქტიკულად, ისე გამოდიოდა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ამ პრობლემაში ხედავდა საკუთარ შესაძლებლობას - მათთვის მომგებიანი იყო მეტი გაჭირვებული, მეტი გაკოტრებული ეკონომიკური სუბიექტი. ეს იყო მათი დამოკიდებულება ადამიანების და ქართული ეკონომიკის მიმართ. სწორედ ეს დამოკიდებულება არის რადიკალურად შეცვლილი, ღირებულებები არის რადიკალურად შეცვლილი, და ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად გავიხსენოთ ეს განსხვავება, რომელიც არის წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)