15:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 16:16:46, 1796 ნახვა

რეგიონი
ვანის მუნიციპალიტეტში განთავსებული საკონტროლო ბლოკ-პოსტები მოიხსნება

ვანის მუნიციპალიტეტში განთავსებული საკონტროლო ბლოკ-პოსტები მოიხსნება, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების დროული და კოორდინირებული მოქმედებით ვანში ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხე აღარ არსებობს.

„გადაწყდა, რომ ვანში მოიხსნება ბლოკ-პოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური და შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო, უკვე მოიხსნება.

საფრთხე შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს, რადგან მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდევ შემთხვევები. ამის მერე გავიდა უკვე შესაბამისი პერიოდი, რის შედეგადაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საგუშაგოები ვანში, მუნიციპალიტეტის შესასვლელსა და გამოსასვლელში 8 აპრილიდან იყო განთავსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics